აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის მათ შეუძლიათ ჩვენზე დაყრდნობა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის.

„გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ამიტომ მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის გადასაწყვეტია ის საკითხები, რომლებიც დანიასა და გრენლანდიასთან არის დაკავშირებული. ეს ნომერი პირველი პუნქტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია ნატო-ს ნაწილია.

„ევროკავშირსა და გრენლანდიელებს შორის არსებობს ძლიერი ურთიერთობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიელებმა იცოდნენ ეს და იცოდნენ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, რომ ჩვენ პატივს ვცემთ გრენლანდიელების სურვილებსა და მათ ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ ჩვენზე დაყრდნობა“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....