უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მიხაილო ფედოროვი დაამტკიცა. აქამდე ის პირველი ვიცეპრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ფედოროვმა რადის წინაშე თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია საკუთარი თავდაცვის ძალებია. მისი თქმით, ახლა არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც სამხედროებს ეფექტიან მოქმედებაში ხელს უშლის. მისი თქმით ხელისშემშლელი ფაქტორებია საბჭოთა მიდგომა და ბიუროკრატია, ასევე ხარვეზები ფრონტის მომარაგებაში. ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება რეკრუტირების ტერიტორიული ცენტრების აუდიტის სისტემა.
“ჩვენი მიზანია სისტემის ცვლილება: არმიის რეფორმის გატარება, ფრონტზე ინფრასტრუქტურის განვითარება, ტყუილისა და კორუფციის აღმოფხვრა, ლიდერობისა და ნდობის ახალ კულტურად ჩამოყალიბება.” – თქვა ფედოროვმა.
ფედოროვმა ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა დენის შმიჰალი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე გადაიყვანეს. უკრაინაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები კორუფციული სკანდალის შემდეგ დაიწყო.

