აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ირანის რეჟიმმა ერის წინაშე ჩადენილ დანაშულზე პასუხი უნდა აგოს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირანში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ იქსზე ეხმაურება და წერს, რომ ირანის რეჟიმმა ერის წინაშე ჩადენილ დანაშულზე პასუხი უნდა აგოს.

ზურაბიშვილი უსამძიმრებს იმ ირანელ ხალხს, რომლებმაც ოჯახის წევრები, თუ ახლობლები დაკარგეს. 

საერთაშორისო საზოგადოებას ევალება დაიცვას ისინი – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

 ირანის რეჟიმის მიერ ათასობით უდანაშაულო მსხვერპლის, სასტიკი რეპრესიების, ირანელი ერისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და პასუხი უნდა აგოს. ვუსამძმრებ ირანელ ხალხს არაადამიანური დანაკარგების გამო. საერთაშორისო საზოგადოებას ევალება დაიცვას ისინი” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია. აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება. საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.

პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს. 

იტვირთბა....