სანქციების მუქარამ არ უნდა შეგვაშინოს. ვისაც შეეშინდება, ყველაფერს დაკარგავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს. ყველა, ვისაც შეეშინდება, მაშინვე ყველაფერს დაკარგავს. მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა შეიძლება მოხდეს. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი შესაძლო არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებისთვის” – თქვა პუტინმა.
პუტინის აღნიშნულ განცხადებას საფუძვლად უდევს ევროპის მიერ დაანონსებული მოსალოდნელი სანქციები იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

