ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის რადამ აშშ-თან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა,  – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შეთანხმების რატიფიკაციას 338-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა მიანიშნებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო პროცესების ერთგულია და ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე ერთობლივ წვდომას.

იტვირთბა....