უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია – გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ – აღნიშნულის გარეშე შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“მეჩვენება, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.
“ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“ – აღნიშნა პუტინმა.

