” ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკი ამას ხვდება და ყველას ესმის, რომ ეს მათთან დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს მათთან დიდი ხნით ადრე იყო, სანამ ტრამპი მოვიდოდა. კიდევ ერთხელ, ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. მე მას ომს ვუწოდებ, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო,”– ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპა ასევე თქვა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.
„”არა მგონია რომ ისინი ოდესმე შეძლებენ NATO-ში გაწევრიანებას, ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი იყო, როდესაც მათ ნატოში გაწევრებაზე დაიწყეს საუბარი“– განაცხადა ტრამპმა.
Time-თან ინტერვიუში, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.