ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურაში გაიგზავნება

სააგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისია გამოუცხადებლობის გამო, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერების – ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძის საქმეებს, ასევე გივი თარგამაძის საქმეს პროკურატურაში გააგზავნის.

წულუკიანის თქმით, მოთხოვნა უწყებაში დღესვე გაიგზავნება.

ცნობისთვის, კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იტვირთბა....