დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა.
განხილვის მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი იყო.
ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პოსტი გამოაქვეყნა.
„არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი.
აქ კონტექსტი განსზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები – ესაა მოცემულობა, არ არსებობს მაგრამ…
ამ ფარსში მონაწილეობა არმონაწილეობაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რაზე უნდა შევთანხმდეთ და როგორ.
მოქალაქეებს ვთხოვთ რეჟიმთან ართანამშრომლობას და წინააღმდეგობას ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ თანამშრომლობის გამონაკლისებს, რომელიც დღეს გენერლებმა დაუშვეს და ხვალ შეიძლება სხვა კონტექსტში სხვამ დაუშვას – ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით“, – წერს მელია.
შეგახსენებთ, დღეს კომისიამ ზემოაღნიშნული ომის მონაწილეს, გენერალ ზაზა გოგავას მოუსმინა.