სტამბოლის მუნიციპალიტეტის საბჭომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ნური ასლანი სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია.
ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც „როიტერი“ წერს, სტამბოლის ოპოზიციის მიერ მართულმა მუნიციპალურმა საბჭომ აირჩია დროებითი მერი, რომელიც მართავს ქალაქს, ვიდრე ეკრემ იმამოღლუ დაპატიმრებულია.
სტამბოლის 314-წევრიანმა საბჭომ, ოპოზიციური პარტიის წევრი, ნური ასლანი 177 ხმით აირჩია.
შეგახსენებთ, სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. იმამოღლუს დაკავების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რა დროსაც 1 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.