ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გამოწვევა მიღებულია“ – კუპრაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართავს.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, ამის მიზეზი ხაზარაძის კომისიის წინაშე გამოუცხადებლობაა.

ამასთან დაკავშირებით, „ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვამბობთ – გამოწვევა მიღებულია. ეს გამოწვევა კოალიციამ და მისმა ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სრულად მიიღეს მაშინ, როდესაც გაბედულად თქვეს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს, გაყალბებული არჩევნებისა და მიტაცებული კონსტიტუციის, ძალაუფლების შედეგად შექმნილ ერთპარტიულ ბანდას, რომელიც არ წარმოადგენს საგამოძიებო კომისიას. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს დღეს ეშინია მთავარი ოპონენტის – ძლიერი კოალიციის, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ ჰქვია და ის შედგება იმ ადამიანების სახით, რომელსაც თქვენ ხედავთ.

ჩვენთვის მთავარი მიზანი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა დაემატოს ამ სიას, ჩვენ ამ ორ მთავარ მოთხოვნას არ გადავუხვევთ. დავრჩებით ერთგული საქართველოს მოქალაქეების მთავარი მორალური ღერძისადმი, რაც არის სამართლიანობა, დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. ეს საკუთარ თავში გულისხმობს ევროინტეგრაციასა და ევროპულ მომავალს. ჩვენთვის ახლა დიდი გამოწვევაა ის, რომ შევძლოთ სწორი პასუხების გაცემა ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის. ჩვენ გადავედით იმ რეჟიმზე, სადაც ჩვენი თითოეული რაიონული ორგანიზაცია მზადაა, წინააღმდეგობაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ გავგზავნეთ პირველი გზავნილები ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ეს უმსგავსობა, ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება. ერთიანი, ძლიერი საქართველო დღეს თქვენს წინაშე დგას და ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს“, – განაცხადა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

იტვირთბა....