ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-უკრაინის შეხვედრაზე განიხილებოდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თემა, რომელიც ენერგეტიკის ობიექტებსა და შავ ზღვას ეხება.

ცნობისთვის, გუშინ საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-რუსეთის შეხვედრა. მხარეების ინფორმაციით, შეხვედრის დეტალები დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ცოტა ხნის წინ, კრემის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები ტექნიკური ხასიათის იყო და ის არ გამოქვეყნდება.

იტვირთბა....