აშშ-მა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე სამიზნეზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა – აღნიშნულის შესახებ “ბიბისი” წერს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია სახელწოდებით “ჰოუკაის დარტყმა“ დონალდ ტრამპის მითითებით დაიწყო, როგორც პირდაპირი პასუხი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 2025 წლის 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ისა და სირიის ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა.
„ჩვენი გზავნილი კვლავ ძლიერია: ჩვენს მებრძოლებს თუ დააზარალებთ, ჩვენ გიპოვით და მოგკლავთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

