ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენის, ილონ მასკის კომპანია X უარს ამბობს დააკმაყოფილოს თურქეთის რამდენიმე სასამართლო განკარგულება 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც თურქულ ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებსა და სტუდენტებს ეკუთვნით.
კომაპიის განცხადებით, პლატფორმა X არ შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან მათი მიზანი სწორედ ისეთი პლატფორმის შექმნა იყო, რომელიც ყველა მომხმარებლის თავისუფალ სიტყვას გააჟღერებდა შეზღუდვების გარეშე.
“ჩვენ ვეწინააღმდეგებით მრავალ სასამართლო განკარგულებას თურქეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოსგან თურქეთის შიგნით 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებს, სტუდენტებსა და სხვებს ეკუთვნით.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის მხრიდან, არა მხოლოდ არაკანონიერია, არამედ ხელს უშლის მილიონობით თურქ მომხმარებელს, მიიღონ ახალი ამბები და ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში.
“X ყოველთვის დაიცავს სიტყვის თავისუფლებას ყველგან, სადაც ჩვენ ვოპერირებთ”.– წერია განცხადებაში.