ირაკლი კობახიძემ FARA-ს კანონის შესახებ მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული FARA-ს კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, უხეში კანონი. მე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში ამერიკული FARA-ს კანონი დაიხვეწება და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ეს იქნება სწორი მიდგომა“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ პარლამენტში FARA-ს ზუსტ ასლს დააინიცირებენ.