ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლი“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი იქნება.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა ნარკოპოლიტიკაზე.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....