ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიქტატორმა ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორს” უწოდებს და “ურჩევს”, “სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება”.

დონალდ ტრამპის პოსტი:

“დაფიქრდით ამაზე: მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატები დაეხარჯა 350 მილიარდი იმისთვის, რომ ჩართულიყო ომში, რომელში გამარჯვებაც შეუძლებელია, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ომში, რომელსაც ის აშშ-ისა და ტრამპის გარეშე ვერასდროს დაარეგულირებს.

აშშ-მა დახარჯა 200 მილიარდ დოლარზე მეტი, ვიდრე ევროპამ და ევროპის ფული გარანტირებულია, ხოლო შეერთებული შტატები არაფერს მიიღებს უკან. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება, რადგან ეს ომი ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის – ჩვენ გვაქვს დიდი, ლამაზი ოკეანე, როგორც გამყოფი.

ამ ყველაფერთან ერთად, ზელენსკი აღიარებს, რომ ფულის ნახევარი, რომელიც გავუგზავნეთ, “დაკარგულია”. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს უკრაინულ გამოკითხვებში, და ერთადერთი რაშიც კარგი იყო, იყო ბაიდენით “მანიპულირება”.

დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება.

ამავდროულად, ჩვენ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რუსეთთან ომის დასრულებაზე, რაც, როგორც ყველა აღიარებს, მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ მშვიდობის მოტანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ზელენსკი სავარაუდოდ სურს, რომ “ფულის მატარებელმა” გააგრძელოს მოძრაობა.

მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა. მისი ქვეყანა დამსხვრეულია და მილიონობით ადამიანი ტყუილად დაიღუპა – და ასე გრძელდება…”, – წერს დონალდ ტრამპი.

იტვირთბა....