ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ – ხალხი შიმშილით დაიღუპება? – მაშინ ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ“ – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შტატების მიერ საგარეო დახმარების საკითხზე ისაუბრა.

„ჩვენ საგარეო დახმარების გაწევის თვალსაზრისით ჩართულობას გავაგრძელებთ, რადგან მიმაჩნია, რომ სათანადოდ ორგანიზებული დახმარება კარგია ქვეყნისთვის. მაგრამ ის სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. ჩვენ საგარეო დახმარებაზე უარს არ ვამბობთ. ჩვენ უარს ვამბობთ საგარეო დახმარებაზე, რომელიც სულელურია, რომლითაც ამერიკელი გადამხდელების ფული იფლანგება…

ჩვენ ყოველგვარი საგარეო დახმარება შევაჩერეთ და ახლა მას პროექტ-პროექტ განვიხილავთ. ხალხი შიმშილით დაიღუპება? შიმშილობა იქნება? მოახდენს ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას? უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე? – მაშინ ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. სასარგებლო პროექტები შენარჩუნდება და გაძლიერდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ საგარეო დახმარებები 90 დღით შეაჩერა.

იტვირთბა....