ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, სახელმწიფო გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი“ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....