ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ასევე, ცვლილებები შეეხო შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსაც.

ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება საჯარო და/ან პოლიტიკური პირის შეურაცხყოფაზე. ამასთან, სისხლის სამართლის დანაშაული გახდება საჯარო და/ან პოლიტიკური პირის მიმართ მუქარა და “საქმიანობასთან დაკავშირებით” თავდასხმა.

შეგახსენებთ, რომ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ორი დღის წინ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

იტვირთბა....