ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება , აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით” – მდინარაძე

„ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მორიგ ცვლილებებს აანონსებს. – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების გარდა, მდინარაძე საუბრობს სისხლის სამართლის კოდექსში მოსალოდნელ მთელ რიგ ცვლილებებზე. კერძოდ:
ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება , აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, არსებული ცვლილებებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით.

იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5-დან 6 წლამდე.

ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, ეს კონკრეტული გარემოებები გადადის დამამძიმებელ გარემოებებში და იქნება ამაზე შედარებით მკაცრი სანქცია როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.

სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც , სისხლის სამართლის წესით დაისჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, პოლიტიკური თანამდებობის პირზე , სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ცვლილებათა პაკეტი ამ დროისთვის პარლამენტის ვებ-გვერდზე არ დარეგისტრირებულა.

იტვირთბა....