„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთა შორის, რომელთაც ბრალდება გადაუკვალიფიცირდათ და გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება, ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავაა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება დაიწყებულია 8 პირის წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე. დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.