“მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე და ხვალინდელი დღის თავისუფლების იმედი გახდა” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს.
“საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის დასაცავად მეგობრები ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. მზია ამაღლობელი ქართველი ხალხის პროტესტის სახე და ხვალინდელი დღის თავისუფლების იმედი გახდა.” – წერს ზურაბიშვილი.
პლატფორმა X-ზე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, სადაც პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.