ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, ნიშნებია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს” – ნორვეგიის საგარეო უწყება

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც  “ქართული ოცნების” პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებს.

“რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს, ეს ჩვენს პარტნიორობაზე გავლენას ახდენს.

საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობები ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ დაფიქსირდა. არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ოდირის ანგარიშშია ასახული. ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გამოცხადა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში. ” – ნათქვამია განცხადებაში.

ნორვეგიის  საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ საგანგაშო მდგომარეობას და საუბრობს იმ ზომებზე, რაც ნორვეგიამ საქართველოს მისამართით მიიღო:  საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები, საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება, პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, საგარეო უწყება ამბობს, რომ  ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას გეგმავს.

 

იტვირთბა....