აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა…”-სალომე ზურაბიშვილი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მიერ ძალადობის დასრულება) შეასრულოს ან გარიცხვა მოხდება. ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საპროტესტო აქციების 64-ე დღე საქართველოს 7 ქალაქში, აქციები ძლიერია ისე, როგორც არასდროს. მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნები, თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მადლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ქართველი ხალხის მოთხოვნების მხარდაჭერისთვის და მათი წევრობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობებად გადაქცევისთვის“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით ცნო. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნებამ“, რეზოლუციის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....