უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
„შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვხედავთ, თუ როგორი განსაკუთრებული თავდადებით მოქმედებენ მაშველები სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს. ამ ტრაგიკულ მომენტში, პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ფლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 18 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.