აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა – BBC

სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს.

ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა.

აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე მას სირიის მართვაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.

იტვირთბა....