მიმდინარე აქციებისას დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალდების მიხედვით, საბა ჯიქია 1 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე თავს დაესხა გდდ-ის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს, კერძოდ, ფეხი დაარტყა.