დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანეის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას თავისუფლების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა.
„ივანიშვილმა წარმომადგენლის მეშვეობით გამომიგზავნა წერილი – ითხოვს დიდძალ კრიპტოვალუტას თავისუფლების სანაცვლოდ, კრიმინალური სოჩიკი ჩართო ივანიშვილმა – ეს პოლიტიკურად მოტივირებულია და გამოძალვაა.
ბოლომდე მივიყვან ამ ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში, რომ ამ რეჟიმის ყველა ჯალათი პასუხისგებაში მიეცეს…
5000 ბიტკოინის მოთხოვნა წინა შემოდგომას და ე.წ. კრიმინალური სოჩკი , რომ ყოველ თვეში ეს თანხა 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. მისი წარმომადგენელმა გამოუგზავნა ჩემს ადვოკატს წერილი. ის არის ჩვეულებრივი ივანიშვილის წარმომადგენელი და არა მისი ადვოკატი, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.