ახალი ამბები მთავარი

დღეს 19:00 საათზე კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების სოლიდარობის მარში გაიმართება

“17 დეკემბერს, 19 საათზე, იგეგმება სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პროფესორ-მასწავლებლების სოლიდარობის მარში. მსვლელობა დაიწყება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ილია ჭავჭავაძის 32), გაგრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით და დასრულდება საქართველოს პარლამენტთან.
მსვლელობას შემოუერთდება ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებულების მარში, რომელიც ი. ჭავჭავაძის 64-დან (ევროკავშირის ოფისიდან) დაიძვრება 18:00 საათზე.” – ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....