დღეს, 17 დეკემბერს, თბილისში რამდენიმე პროევროპული აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციების განრიგი
12:00 საათი – სტუდენტური ჯგუფი – „თავისუფალი აუდიტორია“, თსუ II კორპუსი
13:00 საათი – გაფიცვა
13:00 საათი – სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მარში, დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე
14:00 საათი – სტუდენტების მარში, მარჯანიშვილის მეტროდან პარლამენტამდე
14:00 საათი – თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!, შსს-ს შენობა (გულუას 8)
14:00 საათი – სტუდენტური მოძრაობის მარში, რუსთაველის მეტრო
15:00 საათი – ტურიზმის საპროტესტო აქცია – ჩვენი ხმა გესმით?!, ტურიზმის ადმინისტრაციის ოფისი (სანაპიროს 4)
18:00 საათი – დასავლური განათლებით ევროპისკენ, ევროკავშირის ოფისი
19:00 საათი – საუნივერსიტეტო საზოგადოების მარში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის 32)
19:00 საათი – დღის ეთერი ხალხს!, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
19:00 საათი – ისტორიკოსთა მარში, პირველი რესპუბლიკის მოედანი
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. დემონსტრეტების მოთხოვნაა ახალი-თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.