” საწყენია, რომ ის ქვეყანა, რომელსაც ესტონეთი წლებია, მხარს უჭერს, მტრულ რიტორიკას იყენებს ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ”- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე.
“დღეს ჩვენ გამოვიძახეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა ძალადობა ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ და საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ. საწყენია, რომ ის ქვეყანა, რომელსაც ესტონეთი წლებია, მხარს უჭერს, მტრულ რიტორიკას იყენებს ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთის ნარატივს იმეორებს”. – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე
ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ, ლიტვისა და ესტონეთის მიერ ივანიშვილის მთავრობის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების საპასუხოდ, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ”