კარგია, რომ ევროკავშირი ფართოდ უჭერს მხარს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას”- წერს X-ზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი.
“საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია. კარგია, რომ ევროკავშირი ფართოდ უჭერს მხარს ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას. ეს აგზავნის მკაფიო სიგნალს. ჩვენ ასევე მზად ვართ უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართულ საზოგადოებას.
ნიდერლანდები ასევე აგრძელებს ევროკავშირის სანქციების მხარდაჭერას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და ახორციელებს ორმხრივ ძალისხმევას ქართველი ხალხისთვის. მაგალითად, ჩვენ ვყიდულობთ ჟურნალისტებისთვის დამცავ აღჭურვილობას, როგორიცაა აირწინაღები, რათა მათ შეძლონ თავიანთი გადამწყვეტი საქმიანობის გაგრძელება”.