დღეს, 16 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
08:00 – სამეზობლოს მსვლელობა – მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტი;
12:00 – დაუჭირე მხარი ქართველი ხალხის ნებას! – ყოფილი დიპლომატების აქცია უნგრეთის საელჩოსთან;
12:00 – კურიერების მარში – ჯანდაცვის სამინისტროდან საქალაქო სასამართლომდე;
14:00 – ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველას უფლებაა! – ჯანდაცვის სამინისტრო;
15:00 – ბებია-ბაბუების მსვლელობა – მეტრო რუსთაველიდან პარლამენტამდე;
16:00 – კინემატოგრაფისტთა და კინომოყვარულთა მარში – კინოთეატრ “აპოლოდან” პარლამენტამდე;
17:00 – ლიტერატურის მარში – ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი;
19:00 – აქცია პარლამენტთან;
20:00 – ჰოსთების მარში – უმასპინძლე ევროკავშირს! – რესპუბლიკის მოედანი.
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.