რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან – რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედანთან შეიკრიბნენ. მსვლელობისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მათ IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ასევე, მანიფესტანტებმა საკუთარი პოზიცია კულტურის სამინისტროსთანაც გააჟღერეს, ხოლო შემდეგ ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადდა. მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ.