სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს გაერთიანებულმა მსვლელობამ კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლა. ამ წუთებში მათ მტკვრის მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სადაც საპროტესტო მარშს მართავენ.
აქციის მონაწილეებს მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ.
მსვლელობისას ისინი სკანდირებენ: “ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია”, “ არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”.