მსახიობი შორენა ბეგაშვილი იაშვილის კლინიკის ექიმებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
“მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მადლობა ექიმებს. ღმერთმა ევა მეორედ მაჩუქა”, – წერს ბეგაშვილი სოციალურ ქსელში.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.