ბავშვების უმრავლესობას აუტიზმის დიაგნოზი 3 წლის ასაკში ესმევა. თუმცა არის შემთხვევები როცა აუტიზმის ნიშნები 6-დან 12 წლამდე ვლინდება. აუტიზმის დიაგნოზის დასმა მოზრდილ ასაკში იშვიათ შემთხვევებში ხდება.
აუტისტური სპექტრის ბავშვები ხშირად საკუთარ თავთან საუბარს, თამაშს ირჩევენ. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი სხვებსაც უმეგობრდებიან, ოღონდ განსხვავებული ასაკით.
აუტისტები ავლენენ სპეციფიკურ მგრძნობელობას ხმაზე, სუნზე, შეხებასა და გემოზე. აუტისტებს უჭირთ მეტყველება. ახასიათებთ ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, შფოთვა ან დეპრესია. უჭირთ სახის მიმიკების, ჟესტების, სხეულის ენის სწორად აღქმა.
independent