მთავარი სამართალი

თბილისის ზოოპარკის FACEBOOK-ის გვერდი გატეხეს

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსის მზია შარაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის პირადი Facebook-ი გატეხეს და ყველა, ვინც ზოოპარკის Fb-გვერდს მართავდა, დაბლოკეს. შარაშიძე წერს, რომ დღეიდან, პრობლემის მოგვარებამდე დადებული პოსტები უცნობ პირებს ეკუთვნით.

“SOS!!! ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ჩანს, გატეხეს თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის Facebook პროფილი და ყველა, ვინც თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდს ვმართავდით, დაგვბლოკეს. ამჟამად ზოოპარკის გვერდს ჩვენ არ ვმართავთ, ასე რომ, დღეიდან, პრობლემის მოგვარებამდე, თუ რამე დაიდება, იცოდეთ, რომ პოსტები ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან წვდომა არ გვაქვს გვერდზე. იმედია, ბოროტი, მაგრამ მაინც ხუმრობაა, ყველაფერი მალე მოგვარდება და დავიბრუნებთ ჩვენს საყვარელ გვერდს“, – წერს შარაშიძე.

იტვირთბა....