მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსეთში დამოუკიდებელი მედია DOXA-ს ყოფილ რედაქტორს დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის სასამართლომ, ტერორიზმის გამართლების ბრალდებით, DOXA-ს ყოფილ რედაქტორ მარია მენშიკოვას დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მენშიკოვა გაასამართლეს 2022 წელს სოციალურ პლატფორმა Vkontakte-ში დაწერილი ორი პოსტისთვის. თითოეული პოსტისთვის მენშიკოვას 3.5 წელი, ჯამში კი 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. პოსტებში ჟურნალისტი საზოგადოებას სთავაზობდა წერილი მიეწერათ პოლიტპატიმრებისთვის – სამი მათგანი სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდებაში იყო მსჯავრდებული, სამი კი ბელარუსის ერთ-ერთ ქალაქში რკინიგზის სადგურის კაბინეტისთვის ცეცხლის წაკიდებაში.

მენშიკოვა ამჟამად რუსეთში არ ცხოვრობს. იანვარში დამოუკიდებელი მედიასაშუალება DOXA “არასასურველ ორგანიზაციად” დასახელდა.

იტვირთბა....