მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში ანჟეი დუდას შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჟეი დუდას შეხვდება – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა  პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება – Living in Pre-War Times?  Key Lessons for European Security.

იტვირთბა....