ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტია გრძელდება – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. დარჩით თავშესაფრებში! დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის განგაშია“, – აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ, კიევის მერმა.

მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები წუხელ უკრაინას Shahed-ის ტიპის ათობით დრონით დაესხნენ თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა დრონები ქვეყნის რამდენიმე ოლქის მიმართულებით გაუშვეს.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში რუსულმა ძალებმა პოლტავასა და ლვოვზე მასშტაბური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, 60 ადამიანი დაიღუპა და 360-ზე მეტი დაშავდა.

იტვირთბა....