ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ ეს მინი-სპეცოპერაცია გაკეთებულიყო” – ირაკლი ნადირაძემ საპატიმრო დატოვა

“ვნახეთ განცხადება “ოცნების” მხრიდან, რომ დაიწყებდნენ დევნას… რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ ეს მინი-სპეცოპერაცია გაკეთებულიყო”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ნადირაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მთავარი სამიზნე გლდანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ეძგვერაძე იყო.

“როდესაც დამირეკეს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მოვედი ადგილზე, უკვე მანქანაში სვამდნენ – ერთადერთი კითხვა მქონდა, რატომ ხდებოდა მისი დაკავება და ვცდილობდი, რაღაცნაირად დრო გასულიყო, რომ მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ არანაირი დაცვა აღარ არსებობს, გარდა მედიის, არასამთავრობო სექტორისა და ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე დამაკავეს. ხელწერილით გამომიშვეს და ალბათ, მალე იქნება ადმინისტრაციული სასამართლო და ჩაგვსვამენ ორი კვირით პატიმრობაში ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ქართულ ოცნებას სჩვევია”, – თქვა ნადირაძემ ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....