ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოვითხოვთ ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!.. პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე”– ენმ განცხადებას ავრცელებს

“მოვითხოვთ ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!.. პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე”, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია საუბარი. პარტია ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას, ასევე გლდანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, “ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.

ესაა „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!, – წერს
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”.

იტვირთბა....