ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას”- ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშს აქვეყნებს. მონიტორინგი მოიცავს 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას და გაართულებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მონიტორინგის ფარგლებში, მნიშვნელოვანია 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და ეს პროცედურა ყველა საარჩევნო უბანში წინასწარ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს, ჩატარდება. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, მან საფრთხე შეუქმნას კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე. წილისყრის პროცედურის არჩევნებამდე ჩატარებამ, შესაძლოა, კომისიის წევრებზე ზეწოლის პირდაპირი რისკი შექმნას. გარდა ამისა, წილისყრის კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას” – ვკითხულობთ ანგარიშში.

იტვირთბა....