“ოცნებაში” ადასტურებენ, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ და საზოგადოებას მის ვინაობას მალე გაიგებს. “ოცნების” დეპუტატს გიორგი ვოლსკის არ დაუკონკრეტებია ვისზე მიდის მსჯელობა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილისთვის გამოკვეთილი კანდიდატი უმრავლესობის მოქმედი ლიდერი მამუკა მდინარაძეა. გაიჟღერა იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის კანდიდატურამაც.
“მე ვფიქრობ, რომ ადამიანი იქნება მთავარი პროკურორი, რომელიც მოემსახურება თემიდას, რომელიც იქნება სამართლიანი, რომელიც არ დაუშვებს გადახვევას. არსებობს კანდიდატი, ამ კანდიდატთან დაკავშირებით, მე არ მაქვს უფლებამოსილება რაიმე ვილაპარაკო. ამის თაობაზე თქვენ გაიგებთ საჭირო დროს.” – ამბობს გია ვოლსკი.
კანდიდატურის წარსადგენად 2 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. საკანონმდებლო ორგანოში გენერალური პროკურორის კანდიდატი საპროკურორო საბჭომ უნდა წარუდგინოს. მათ ვადა 28 ივნისამდე აქვთ.
შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა 23 მაისს დატოვა.