ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ჯო ბაიდენის შვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი სამივე ბრალდებაზე ნაფიცმსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.

CNN-ის ინფორმაციით, გადასახდელი ჯარიმა, შესაძლოა, ბევრად ნაკლები იყოს, რადგან ჰანტერ ბაიდენს ნასამართლობა არ აქვს.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მის შვილს არ შეიწყალებდა.

იტვირთბა....