სასამართლომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
„შს სამინისტროს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძეს 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ხელოვნურად გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.