ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი და სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა აღმოსავლეთ იორკშირის სანაპიროსთან, ადგილობრივი დროით დილის 09:50-ზე მოხდა. შეჯახების შედეგად, ორივე გემზე ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სანაპირო დაცვის სამსახური და სამაშველო სამუშაოებში ჩართულია  ვერტმფრენიც.

MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, შეჯახებაში მონაწილე გემები, სავარაუდოდ, აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი Stena Immaculate-ს ტანკერი და პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი Solong -ია.

იტვირთბა....