ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სირიის ამჟამინდელი მთავრობის მტკიცებით, ასადის ლოიალისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დასრულდა

სირიის ამჟამინდელი მთავრობის მტკიცებით, ასადის ლოიალისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დასრულდა.

„ჩვენ გზას ვუხსნით ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას“, – დაწერა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჰასან აბდულ ღანიმ პლატფორმა X-ზე.

პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ოფისის ინფორმაციით, შეიქმნება დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ორივე მხარის მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს.

შეგახსენებთ, სირიაში, ზღვისპირა რეგიონში, ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....